ნინო ლაცაბიძე - ,,რუსთავის წყლის“ პროექტები ჭიანურდება და მოსახლეობას წყალმომარაგების კუთხით ისევ აქვს პრობლემა, ქალაქის მხრიდან ამ მიმართულებით მიდგომები კიდევ უფრო გამკაცრდება

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ,,რუსთავის წყლის“ ხელმძღვანელობას, საინვესტიციო ვალდებულების შესრულების დეტალური ანგარიში მოსთხოვა. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

როგორც ნინო ლაცაბიძემ, კომპანია ,,რუსთავის წყლის“ მფლობელი GGU ჯგუფის გენერალურ დირექტორ ხოსე მიგელ სანტოსთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, ქალაქის წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად, 30 - მილიონიანი საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ტემპთან დაკავშირებით, ქალაქის მხრიდან მიდგომა გამკაცრებული იქნება.

სამუშაო შეხვედრას, სადაც კომპანიის მხრიდან განმარტებები მოისმინეს, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრები, სემეკისა და ,,რუსთავის წყლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რუსთავის მერმა ქალაქის წყალმომარაგებაში არსებულ პრობლემებზე დეტალურად ისაუბრა და ხოსე მიგელ სანტოსს, სემეკის მიერ დამტკიცებული 30 მილიონიანი საინვესტიციო გეგმის შესრულების დეტალური ანგარიშის, ერთი კვირის ვადაში წარდგენა მოსთხოვა.

,,GWP-ის მხრიდან ქალაქში განხორციელებული სამუშაოების ტემპი ჩვენთვის არ არის დამაკმაყოფილებელი. ,,რუსთავის წყლის“ პროექტები ჭიანურდება და მოსახლეობას წყალმომარაგების კუთხით, ისევ აქვს პრობლემა. ჩვენი მხრიდან ამ მიმართულებით კიდევ უფრო გამკაცრებული იქნება მიდგომები. დღეს გვქონდა სამუშაო შეხვედრა, სადაც მოვითხოვეთ დეტალური ანგარიში თუ რა თანხა დახარჯეს 30 მილიონი ლარის საინვესტიციო ვალდებულებიდან. ერთ კვირაში დავგეგმეთ შეხვედრა, სადაც სემეკთან ერთად ვისაუბრებთ სამომავლო გეგმებზე თუ როგორ შეიძლება მოხსნას კომპანიამ რუსთავის წყალმომარაგებაში არსებული პრობლემა“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო