დიმიტრი მედვედევი - რუსეთისთვის ევროკავშირის ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების დროებითი შეჩერება კარგი იქნებოდა - აი, მაშინ ეს პატივმოყვარე სულელები „ჩაისვრიან“

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთისთვის ევროკავშირის ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების დროებითი შეჩერება კარგი იქნებოდა.

აღნიშნულ განცხადებას მედვედევი Telegram-ზე აქვეყნებს.

"ჩვენთვის ევროკავშირის ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების დროებითი შეჩერება და დიპლომატიური პერსონალის სამშობლოში დაბრუნება კარგი იქნებოდა. აი, მაშინ კი, ეს პატივმოყვარე სულელები ჩაისვრიან", - წერს მედვედევი.

მან ასევე განმარტა, რომ რუსეთის საელჩოების ევაკუირება გარკვეულ მოვლენებს უნდა უსწრებდეს წინ, რაც ევროპელ პოლიტიკოსებს დააფიქრებს.

„რუსეთმა ამდაგვარად უნდა მოახდინოს რეაგირება იმ ფაქტზე, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელებმა პირდაპირ უთხრეს რუსეთის მოქალაქეებს, რომ ისინი მეორეხარისხოვანი ხალხია. გასულ კვირას მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში რუსული ნომრებით ავტომობილებით შესვლისა და ზოგიერთი პირადი ნივთის, მათ შორის სმარტფონების, შეტანის აკრძალვას ეხება, „კრემლში არსებული დანაშაულებრივი აგრესიული რეჟიმის წინააღმდეგ“ კი არ არის მიმართული, ეს რუსეთის თითოეული მოქალაქისთვის სახეში შეფურთხებაა", - განაცხადა რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო