მირჩა ჯოანე - არ არის არანაირი ნიშანი, რომ რუსეთი ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმას გეგმავს

ნატო ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ რუსეთი ალიანსის წევრ ქვეყანაზე თავდასხმას გეგმავს.

განცხადება Agerpres-ისთვის მიცემულ კომენტარში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანემ გააკეთა.

მისი თქმით, დღეს-დღეობით რუმინეთისთვის არ არსებობს არანაირი რისკი იმისა, რომ ის რუსეთთან კონფლიქტში ჩაერთვება ან კონფლიქტის გავრცელება მის ტერიტორიაზე მოხდება.

"არ არის არანაირი ნიშანი იმისა, რომ რუსეთი ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმას გეგმავს, იქნება ეს რუმინეთი, თუ ნებისმიერი სხვა სახელმწიფო... და ეს ალიანსის სიმძლავრისა და ძალის შედეგია. ჩვენ შეკავების პირველი ელემენტი ვართ ", - აღნიშნა ჯოანემ.

მისი თქმით, მას ესმის იმ რუმინელების შეშფოთება, რომლებიც უკრაინის საზღვრებთან ახლოს ცხოვრობს, რადგან მათ ომის ხმა ესმით, რაც შფოთვასა და ტკივილს იწვევს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო