რიში სუნაკი - ვიცით, რომ რუსმა სამხედროებმა შავ ზღვაში, სამოქალაქო გემის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაუშვეს

24 აგვისტოს, რუსულმა არმიამ შავ ზღვაში სამოქალაქო სატვირთო გემს რაკეტებით შეუტია, დარტყმა უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ მოიგერია.

აღნიშნული განცხადება დიდი ბრიტანეთის პარლამენტში გამოსვლისას, რომელიც ნიუ-დელიში ჩატარებული G20-ის სამიტის შედეგებს ეძღვნებოდა, ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა გააკეთა.

ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ოფიციალურმა პირმა შავ ზღვაში სამოქალაქო გემზე თავდასხმის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"განსაიდუმლოებული დაზვერვის მონაცემების წყალობით, ვიცით, რომ რუსმა სამხედროებმა შავ ზღვაში სამოქალაქო გემის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაუშვეს", - განაცხადა სუნაკმა.

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რაკეტების მიზანი ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი გემი იყო, რომელიც იმ დროს პორტში იდგა, და ისინი უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა წარმატებით ჩამოაგდეს. რაკეტები, მათ შორის ორი „კალიბრის“ ტიპის რაკეტა, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის რაკეტამზიდიდან იქნა გაშვებული.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო