„საქპატენტი“ საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანიას იწყებს

საქპატენტი“ საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანიას იწყებს.

ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გეოგრაფიული აღნიშვნისა და ადგილწარმოების დასახელების პროდუქტების, როგორებიცაა: „ბორჯომი“, „ხვანჭკარა“, „თუშური გუდა“, „ სულგუნი“ და სხვ. დაცვის ინსტიტუცია საქართველოში მრავალი წელია არსებობს, მაგრამ დღესაც საზოგადოების ნაწილისთვის უცნობი რჩება ამ განსაკუთრებული პროდუქტების მნიშვნელოვანი როლისა თუ სარგებლის შესახებ ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებაში.

„ცნებები გეოგრაფიული აღნიშვნა და ადგილწარმოშობის დასახელება გამოიყენება იმ პროდუქტის მოსანიშნად, რომლის წარმოშობა გარკვეულ გეოგრაფიულ ადგილს უკავშირდება და მისი მახასიათებლები, ხარისხი თუ მაღალი რეპუტაცია განისაზღვრება, ასევე, მისი გეოგრაფიული წარმოშობით, ამ კონკრეტულ არეალში არსებული კლიმატით, ნიადაგითა და სხვა ბუნებრივი პირობებით. საქართველოს რეგიონებს გააჩნია დიდი პოტენციალი ისეთ პროდუქტებთან მიმართებაში, რომელთა უნიკალურობა განპირობებულია გეოგრაფიული მდებარეობით და ადგილზე მოყვანისა, თუ დამზადების თვითმყოფადი ტრადიციით, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. განსაკუთრებული თვისებების მატარებელი გეოგრაფიული აღნიშვნები და ადგილწარმოშობის დასახელებები კონკურენტუნარიანი პროდუქტია, რომელსაც მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებს და მათი ღირებულება 2,5-ჯერ აღემატება მსგავსი სახის სხვა პროდუქტის ფასს.

ინტელექტუალური საკუთრების ეს ობიექტები ხელს უწყობს რეგიონული ბრენდების პოპულარიზაციას, ადგილობრივი საწარმოების შექმნასა, თუ აგროტურიზმის განვითარებას და ამ პროცესებში მკვიდრი მოსახლეობის ჩართვას. გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ ფართო საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად, „საქპატენტი“ დღეს იწყებს საინფორმაციო კამპანიას. სოციალური ქსელით გავრცელდება სხვადასხვა სახის საინტერესო ცნობები და შემეცნებითი ხასიათის საინფორმაციო მასალა, რომელიც ასახავს და წარმოაჩენს „საქპატენტში“ რეგისტრირებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების მნიშვნელობას.

საინფორმაციო მასალაზე (ტექსტებზე) იმუშავეს ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ და ჟურნალისტმა მარიკა ბაკურაძემ, ფოტომასალა კი ეკუთვნის ბადრი ვადაჭკორიასა და პაატა ვარდანაშვილს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო