ანა ბუჩუკური - არ გამოვრიცხავთ, „ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეულმა წევრებმა მხარი დაუჭირონ პრეზიდენტის იმპიჩმენტს და „ქართულ ოცნებასთან“ ალიანსით ზურაბიშვილი თანამდებობიდან გადააყენონ

არ გამოვრიცხავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეულმა წევრებმა მხარი დაუჭირონ პრეზიდენტის იმპიჩმენტს და „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთი ალიანსის დადასტურებით, ზურაბიშვილი ერთობლივად გადააყენონ თანამდებობიდან, - ამის შესახებ პარლამენტში, ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამას მიუთითებს ის პრეცედენტიც, რომ რამდენიმე თვის წინ, ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშიას“ რამდენიმე წევრმა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მიიღეს გადაწყვეტილება.

„ნამდვილად არ გამოვრიცხავთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღმოჩნდნენ დეპუტატები (სულ 10-12 დეპუტატია ამისთვის საჭირო), რომლებიც მხარს დაუჭერენ ამ მავნებლურ გადაწყვეტილებას და კიდევ ერთხელ დადასტურდეს მათი ალიანსი და ერთობლივად გადააყენონ სალომე ზურაბიშვილი თანამდებობიდან. ყველას გვახსოვს მსგავსი პრეცედენტები, რამდენიმე თვის წინ „ქართულმა ოცნებამ“ მურუსიძის კლანი გააძლიერა სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრების დახმარებით“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

ამასთან, ანა ბუჩუკურის თქმით, მის თანაგუნდელ ნათია მეზვრიშვილთან ერთად შეხვდა პრეზიდენტს.

მისივე ინფორმაციით, შეხვედრის ინიციატორი თავად პრეზიდენტი იყო, თუმცა, ამ შეხვედრაზე იმპიჩმენტზე არ უსაუბრიათ.

ბუჩუკურის განცხადებით, საუბარი შეეხებოდა ქვეყნის ევროინტეგრაციას და მსჯელობას, თუ როგორ შეიძლება ხელი შეუწყონ ამ პროცესს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება