აშშ-ს სენატში ილონ მასკის და უკრაინაში Starlink-ის მუშაობასთან დაკავშირებით გამოძიებას ითხოვენ

აშშ-ს სენატში ილონ მასკის მიმართ და უკრაინაში Starlink-ის მუშაობასთან დაკავშირებით გამოძიებას ითხოვენ.

აშშ-ს დემოკრატი სენატორმა ელიზაბეთ უორენმა SpaceX-ის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარება მოითხოვა.

ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება სენატორმა იმის შემდეგ გააკეთა, რაც აღნიშნული კომპანიის მფლობელმა, ილონ მასკმა აღიარა, რომ ოკუპირებული ყირიმის სანაპიროსთან განლაგებული რუსულ სამხედრო ხომალდებზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან შესაძლო თავდასხმის თავიდან ასაცილებლად, ამ ქვეყანას Starlink-თან წვდომა დაუბლოკა.

„აშშ-ს კონგრესმა ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაიწყოს და განსაზღვროს, გაგვაჩნია თუ არა ადეკვატური ინსტრუმენტები იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკას მთავრობა ატარებს და არა ერთი მილიარდერი”, - განაცხადა უორენმა.

მისივე თქმით, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა SpaceX-თან არსებული საკონტრაქტო ურთიერთობების გადახედვა უნდა განახორციელოს.

შეიარაღებული ძალების საკითხებში სენატის კომიტეტის თავმჯდომარის, ჯეკ რიდის თქმით, ის ასევე შეშფოთებულია ამ საკითხით, რადგან თანამგზავრებზე კონტროლს ტრადიციულად მთავრობები ახორციელებდნენ, ხოლო მათი გამოყენების სფეროს - პრეზიდენტები წყვეტდნენ. „SpaceX-ის მიერ კოსმოსის ხელმისაწვდომის ღირებულების შემცირება, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში განხორციელებულ გაშვებებზე, პოზიტიური ცვლილება იყო, მაგრამ ამ კომპანიის მფლობელის (ილონ მასკი) სიტყვა არ შეიძლება იყოს საბოლოო, როდესაც საუბარი ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება", - განაცხადა რიდმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება