მატეუშ მორავეცკი - პოლონეთი არ დაუშვებს, რომ უკრაინულმა მარცვლეულმა წაგვლეკოს - საზღვრებს არ გავხსნით!

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავეცკის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბრიუსელი უკრაინულ აგროიმპორტთან დაკავშირებით, პოლონეთი არ დაუშვებს ქვეყანა „უკრაინულმა მარცვლეულმა წალეკოს“.

„პოლონეთი არ დაუშვებს, რომ უკრაინულმა მარცვლეულმა წაგვლეკოს. რაც არ უნდა იყოს ბრიუსელის ოფიციალური პირების გადაწყვეტილება, ჩვენ საზღვრებს არ გავხსნით“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა.

მისი თქმით, როდესაც მეზობელ ქვეყანას დახმარება სჭირდებოდა პოლონელებმა მათ „საკუთარი გულები და სახლები გაუღეს", მაგრამ როდესაც საქმე ეხება პოლონეთის ინტერესებისთვის ბრძოლას, მთავრობა იძლევა გარანტიას, რომ პოლონელი ფერმერების ინტერესები იქნება დაცული.

‘ჩვენ ვეუბნებით „არას“ პოლონეთის სოფლის მეურნეობის ბაზრის შეფერხებას და მომხმარებლებისა და მწარმოებლებისთვის ზიანის მიყენებას. სწორედ ჩვენმა მკაცრმა პოზიციამ შეაჩერა უკრაინული მარცვლეულის იმპორტი ევროკავშირის საერთო ბაზარზე", - აღნიშნა მორავეცკიმ.

შეგახსენებთ, დღეს, პოლონეთის მთავრობა გეგმავს, მიიღოს რეზოლუცია, რომელიც ევროკომისიას მოუწოდებს, უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვა15 სექტემბრის შემდეგაც გააგრძელოს. უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ აკრძალვის ცალმხრივი გაგრძელება დაარღვევს საერთო ბაზრის წესებს და უკრაინა-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის