რომის პაპის დესპანი, უკრაინაში ომის შეწყვეტის ხელშეწყობის დიპლომატიური მისიით, ჩინეთში გაემგზავრება

რომის პაპის დესპანი, მატეო ძუპი უკრაინაში ომის შეწყვეტის ხელშეწყობის დიპლომატიური მისიით, ჩინეთში გაემგზავრება. ინფორმაციას იტალიური გაზეთი La Repubblica ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ პეკინში მატეო ძუპი მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს, მათ შორის პრემიერ-მინისტრს, ლი ციანს, შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობის მიღწევის საკითხში ვატიკანის ძალისხმევის ფარგლებში, რომის პაპის დესპანი ივნისში კიევსა და მოსკოვს ეწვია, ხოლო ივლისში - ვაშინგტონში ჩავიდა, სადაც აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდა. ვატიკანი ასევე რუსეთის მიერ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების სამშობლოში დაბრუნების მექანიზმზე მუშაობას განაგრძობს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია