თეონა აქუბარდია - ყველას გვყავს პენსიონერი მშობლები - პრემიერთან კითხვები არსებობს კორუფციასთან დაკავშირებით

ყველას გვყავს პენსიონერი მშობლები - პრემიერთან კითხვები არსებობს კორუფციასთან დაკავშირებით, - ასე ეხმიანება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებას პრემიერის ჩარტერულ რეისზე ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია.

მისი თქმით, უცნობია, საიდან აქვს პრემიერის პენსიონერ მშობლებს ამ ოდენობის შემოსავალი მაშინ, როცა მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებაშია.

„ყველას გვყავს პენსიონერი მშობლები, მათ შორის, მეც და არ მახსენდება რაიმე შესაძლებლობა ჰქონოდათ ჩემს მშობლებს არათუ ჩარტერული რეისის, არამედ იმხელა შემოწირულობის, რაც პრემიერის მშობლების შემთხვევაში ვნახეთ. რა თქმა უნდა, აქ კითხვები არსებობს კორუფციასთან დაკავშირებით და აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვებია.

რაც შეეხება იმპიჩმენტს, მე არ მინახავს ჯერ დაწერილი ტექსტი, შესაბამისად, ვერ გეტყვით მის სამართლებრივ საფუძვლებზე, მაგრამ ამ მოცემულობაში აბსოლუტურად გასაგებია, რომ „ქართული ოცნება“ გასაშვებია არჩევნების გზით და არა მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილი, რადგან ეს არის კოლექტიური სახე კორუფციის. როცა მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებაშია და ამ რაოდენობით სოციალურად დაუცველები გვყავს, ვხედავთ, რომ პრემიერის პენსიონერ მშობლებს აქვთ საშუალება, საიდან არ ვიცით, რომ ასეთი შემოწირულობებით ფუფუნების შესაძლებლობა მისცენ პრემიერს,“ - განაცხადა აქუბარდიამ.

ინფორმაციისთვის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში ჩარტერული რეისით გამგზავრებისთვის 34 ათასი ევროს ექვივალენტი ლარში პრემიერ-მინისტრის მამამ - ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო