წინანდლის ფესტივალი 2023 დასრულდა

მრავალფეროვანმა საკონცერტო პროგრამამ თერთმეტი დღის განმავლობაში კლასიკური მუსიკით დაინტერესებული ადგილობრივი თუ უცხოელი მსმენელი მიიზიდა. მუსიკამ დააკავშირა ახალგაზრდა შემსრულებლები, მსოფლიო ვირტუოზები, ცნობილი დირიჟორები და ხელოვნების ჭეშმარიტი დამფასებლები.

მე 5 საიუბილეო სეზონი 25 ჯადოსნური კონცერტით დაამახსოვრდება მსმენელს. დასკვნით დღეს, „ლიზა ბათიაშვილის ფონდმა“ ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსები წარუდგინა ფესტივალის სტუმრებს.

ფონდი ქართველმა მევიოლინემ, მიუნხენში, მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად დაარსა ნიჭიერი ქართველი მუსიკოსების დასახმარებლად. ფონდის წევრებმა: ანასტასია აღლაძემ – (ვიოლინო), ელენე გოგოძემ – (ალტი), ანა გოგოლაძემ – (ფლეიტა), თამარ დარასელიამ – (ფლეიტა), დავით გოგოლაძემ – (კლარნეტი) და სანდრო ნებიერიძემ – (ფორტეპიანო) კამილ სენ-სანსის, ჟორჯ ბიზეს, მაქს ბრუხის და ედვარდ გრიგის ნაწარმოებები შეასრულეს.

ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება, საღამოს, წინანდლის ამფითეატრში გაიმართა. კონცერტზე დირიჟორი კრისტოფ კონცი, ვირტუოზი ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი და პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი – ბეთჰოვენის და შუმანის ნაწარმოებებს ასრულებდნენ. ამ ტანდემმა კიდევ ერთი ჯადოსნური დღე შექმნა.

ფესტივალის მისიაა გაავრცელოს მაღალი ხარისხის მუსიკა, მოახდინოს მისი პოპულარიზაცია და შექმნას რეგიონში საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც კავ­კა­სი­ის და მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის ახალ­გაზ­რდა, ნიჭიერ მუ­სი­კო­სე­ბს შესაძლებლობა მიეცემათ მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვებ­თან ერ­თად გაიარონ რეპეტიციები, დაესწრონ მასტერ კლასებს და ერთად წარსდგნენ მსმენელის წინაშე. ეს არის ამ მუსიკალური პროექტის სამ­შვი­დო­ბო გზავ­ნი­ლი - რეგიონის, მეზობელი ქვეყნების ახალგაზრდების გაერთიანება და მუსიკის გავრცელება.

წინანდლის ფესტივალი 2024 წელს, 31 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით მრავალფეროვანი პროგრამით დაბრუნდება. მანამდე კი, უკვე დაანონსდა წლის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიება: 2024 წელს, წინანდალში, ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი და მსოფლიოში პირველ მევიოლინედ მიჩნეული -ლიზა ბათიაშვილი „ევროპა - კონცერტს“ გამართავენ და მას პირდაპირ ეთერში 160 ქვეყანაში იხილავენ. „ევროპა - კონცერტს“ ლეგენდარული დანიელ ბარანბოიმი უდირიჟორებს.

(R)

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო