შალვა პაპუაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების აპარატების ქალი ლიდერების ქსელის წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების აპარატების ქალი ლიდერების ქსელის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრაზე საუბარი შედგა საქართველოს პარლამენტსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების აპარატების ქალი ლიდერების ქსელთან თანამშრომლობის ფორმატებზე და ქსელის ფარგლებში დაგეგმილ სამომავლო ღონისძიებებზე. პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტში დანერგილი სიახლეებისა და მომავალი გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

საქართველოს პარლამენტი, პარლამენტის აღმოსავლეთ პარტნიორების წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების ქსელის ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების აპარატების ქალი ლიდერების ქსელს მასპინძლობს. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს, მოლდოვას, უკრაინის და აზერბაიჯანის პარლამენტების, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატების წარმომადგენლები. ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები დაეუფლებიან საჯარო გამოსვლებისა და მოხსენების წერის ტექნიკის საკითხებს, ასევე გაეცნობიან პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობას.

პარლამენტის აღმოსავლეთ პარტნიორების წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების ქსელის მთავარი მხარდამჭერი და პარტნიორია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტი „თანამედროვე და ძლიერი პარლამენტის აპარატი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში".

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება