ანა დოლიძე - პენსიონერ ადამიანს, რომელსაც 100 დოლარიც კი არ აქვს პენსია, საიდან აქვს სახსრები? - ძალიან სერიოზული კითხვებია

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საჯარო სამსახურის ხელფასით, ვერ შეძლებდა ჩარტერული თვითმფრინავის დაქირავებას.

როგორც დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, სერიოზული კითხვები არსებობს ჩარტერული თვითმფრინავის დაქირავებისთვის საჭირო თანხის წარმოშობის შესახებ.

ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ხანია საჯარო სამსახურშია, ის არის საჯარო მოხელე. ღარიბაშვილი მანამდეც არ მოდიოდა კერძო სექტორიდან, ის იყო ბიძინა ივანიშვილის ბიზნესის თანამშრომელი. საჯარო სამსახურის ხელფასით, ვერ შეძლებდა ჩარტერული თვითმფრინავის დაქირავებას, პარალელურად 5-6 კაციანი ოჯახის რჩენას და საკუთარი შვილისთვის უძვირესი ამერიკული კოლეჯის დაფინანსებას.

აქ არის ძალიან სერიოზული კითხვები ამ თანხის წარმოშობის შესახებ“, - განაცხადა დოლიძემ.

მისივე თქმით, კითხვები უნდა დაისვას პრემიერ-მინისტრის მამის მიერ ჩარტერული რეისის დაფინანსების შესახებ, თუ საიდან აქვს პენსიონერ მშობელს ასეთი რაოდენობის თანხა.

„პენსიონერ ადამიანს, რომელსაც 100 დოლარიც კი არ აქვს პენსია, კითხვა უნდა დაისვას, საიდან აქვს ეს სახსრები? ჩვენ რა, არ ვიცით კორუფციის კლასიკური მექანიზმები, რომლებიც ქვეყანაში არსებობს? ბიზნესის მამაზე, მეუღლეზე გაფორმება.

ამასთან, კითხვები უნდა დაისვას სასწავლო გადასახადთან დაკავშირებით. ჩემი ინფორმაციით, ღარიბაშვილს ყველა შვილი კერძო სკოლაში დაჰყავს. გამოაქვეყნოს ამ სწავლის ფული“, - განაცხადა დოლიძემ.

როგორც დოლიძემ დასძინა, ეს საკითხი გამოძიებას ექვემდებარება.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში ჩარტერული რეისით გამგზავრებასთან დაკავშირებულ ხარჯებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მიუნხენში ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერული რეისით გამგზავრებისთვის 34 ათასი ევროს ექვივალენტი ლარში პრემიერის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა.

„მინდა, საზოგადოებას დავუდასტურო, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის უზრუნველყოფის სააგენტოს ანგარიშზე გაკეთებულია შენატანი, რომელიც უზრუნველყოფს თბილისი-მიუნხენი-თბილისის რეისთან დაკავშირებულ ხარჯებს. შენატანი გაკეთებულია კერძო პიროვნების მიერ და ეს თანხა არის 34 ათასი ევროს ექვივალენტი ლარში. თანხა წინსწრებით გადახდილია და შესაბამისად, სავარაუდოა, შესაძლებელია იგი მცირედით დაკორექტირდეს მას შემდეგ, რაც ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ წარმოგვიდგენს დეტალურ ხარჯთაღრიცხვას. წარმოდგენისთვის სჭირდება ხოლმე დაახლოებით რეისის შესრულებიდან თვე-ნახევარი. წარმოდგენისთანავე ჩვენ მოვახდენთ ანგარიშსწორებას. გადახდილი თანხა სრულად უზრუნველყოფს მიმდინარე ხარჯს და არის გარკვეული ფასნამატიც", - განაცხადა ჩუბინიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება