პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა შესაძლოა, უახლოეს მომავალში შედგეს

ე.წ. მარცვლეულის კრიზისის ფონზე, პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა, შესაძლოა, უახლოეს მომავალში შედგეს.

განცხადება რადიო RMF24-ს ეთერში პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის ხელმძღვანელმა, პაველ შროტმა გააკეთა.

შროტის თქმით, ქვეყნის შორის ურთიერთობები შეიძლება შეფასდეს, როგორც „კარგი“, რადგან პოლონეთი მეზობელ ქვეყანას მისი თავისუფლების და დამოუკიდებლობის დაცვაში მხარს უჭერს, მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ კიევსაც და ვარშავასაც აქვს თავისი ინტერესები, რომლებიც რეალიზებას მოითხოვს.

„უკრაინული მარცვლეულისთვის საზღვრის დახურვით, პოლონეთი თავისი ეროვნული ინტერესების რეალიზებას ახდენს, რადგან ჩვენ ამ მარცვლეულის საჭიროება არ გვაქვს“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის ხელმძღვანელმა.

მისივე განცხადებით, უკრაინული მარცვლეული ძალიან სჭირდებათ იმ ქვეყნებს, რომლებსაც უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შედეგად შიმშილი ემუქრება – აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს და პოლონეთი თავისი ტერიტორიის გავლით ამ ქვეყნებში უკრაინული მარცვლეულის მიწოდებას ხელს შეუწყობს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება