პაატა მანჯგალაძე - დიახ, ირაკლი ღარიბაშვილი „კახური კლანის“ მეთაურს წარმოადგენს - „ქართულმა ოცნებამ“ თეორიის შეთხზვას, რომ თანხა ღარიბაშვილის პენსიონერმა მამამ გადაიხადა, ერთი კვირა მოანდომა

დიახ, ირაკლი ღარიბაშვილი „კახური კლანის“ მეთაურს წარმოადგენს, რაზეც ბიძინა ივანიშვილიც საუბრობდა და მამამისიც „კახურ კლანთან“ არის დაკავშირებული - სხვანაირად პენსიონერი ამ რაოდენობის თანხას ვერ შეაგროვებს, - ეს განცხადება დღეს მედიასთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ გააკეთა.

მანჯგალაძის შეფასებით, ღარიბაშვილის ჩარტერთან დაკავშირებული ინფორმაცია მასშტაბური კორუფციის არსებობის დასტურია.

„როგორც კი ჩარტერულ რეისთან დაკავშირებული სკანდალი გახდა ცნობილი, ვთქვი, რომ ბოლოს აღმოჩნდებოდა, რომ პრემიერს ბილეთები მამამ უყიდა. „ქართულმა ოცნებამ“ თეორიის შეთხზვას, რომ თანხა ღარიბაშვილის პენსიონერმა მამამ გადაიხადა, ერთი კვირა მოანდომა. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიცია ხან იმას ამბობს, რომ ღარიბაშვილის მამა პენსიონერია, ხან იმას, რომ მდიდარი და კორუმპირებულია. ჩვენ ყოველთვის ერთსა და იმავეს ვამბობთ - დიახ, ირაკლი ღარიბაშვილის მამა არის პენსიონერი, მაგრამ ამასთან ერთად დაკავშირებულია ე.წ. კახურ კლანთან. არა მაქვს ინფორმაცია, რომ 2012 წლამდე, როცა წინა ხელისუფლების პირობებში ღარიბაშვილის მამა სოფლის რწმუნებული იყო, თანხა იმ დროს დააგროვა. ყველა შემთხვევაში, მას ეს თანხა "ქართული ოცნების" პირობებში აქვს დაგროვებული. უნდა დაასაბუთონ, როგორ შეუძლია პრემიერის მამას საკუთარ შვილს ყოველწლიურად 150 ათასი ლარი შესწიროს და ასეთი ძვირიანი ჩარტერი დააფინანსოს", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება