ირაკლი პეტრიაშვილი ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და ავსტრიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა

ირაკლი პეტრიაშვილი ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამოქალაქო კრიზისების მართვის, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ფილიპ აგათონისისს, ავსტრიის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და ავსტრიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა.

ინფორმაციას პროფესიული კავშირების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა ავსტრიის საელჩოში გაიმართა.

„მხარეებმა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებზე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სხვადასხვა ასპექტზე, მათ შორის, შრომითი უფლებების მიმართულებით გატარებულ რეფორმებზე, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე და სამშვიდობო პოლიტიკაში პროფკავშირების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ირაკლი პეტრიაშვილმა ხაზი გაუსვა, ევროპული სტანდარტების დანერგვის მნიშვნელობას შრომით ურთიერთობებში, მათ შორის, საუბარი შეეხო მინიმალური ხელფასის, უმუშევრობის დაზღვევის და ეფექტური სოციალური დიალოგის დანერგვის აუცილებლობას საქართველოში.

დელეგაციის წევრებმა, ასევე, შეხვედრები გამართეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში, საქართველოს პარლამენტში, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვადასხვა უწყებაში“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება