ირაკლი კობახიძე - როცა კონკრეტულ მედია გამოცემაში, მოქმედებს ცენზურა, ბუნებრივია, ამაზე ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ დონორებს - ძალიან კარგია, რომ შალვა პაპუაშვილმა, ცენზურასთან დაკავშირებით, საქმის კურსში ჩააყენა დონორები

ძალიან კარგია, რომ შალვა პაპუაშვილმა, ცენზურასთან დაკავშირებით, საქმის კურსში ჩააყენა დონორები, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა, მას შემდეგ, რაც ექსკლუზიურად კონკრეტულ მედია საშუალებას შესთავაზა პარლამენტის თავმჯდომარის ღია წერილის გამოქვეყნება და მათგან მიიღო უარი, ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა დონორ ორგანიზაციებს.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, როდესაც კონკრეტულ მედია გამოცემაში მოქმედებს ცენზურა, ეს ინფორმაცია, უნდა ჰქონდეთ დონორ ორგანიზაციებს.

„ძალიან კარგი გააკეთა შალვა პაპუაშვილმა. როდესაც კონკრეტულ მედია გამოცემაში მოქმედებს ცენზურა, თან უხეში ფორმით - აბსოლუტურად წარმოუდგენელი ფორმით, ამაზე ინფორმაცია ბუნებრივია უნდა ჰქონდეთ დონორებს. შესაბამისად, ძალიან კარგია, რომ შალვა პაპუაშვილმა, ცენზურასთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენა დონორები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება