შემოსავლების სამსახურის მხარდაჭერით მიმდინარე „სარტყელი და გზის ინიციატივის“ რიგით მეოთხე ფორუმი დასრულდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხარდაჭერით მიმდინარე, „სარტყელი და გზის ინიციატივის“ ფორუმის ფარგლებში, შემუშავებული საგადასახადო ადმინისტრაციათა თანამშრომლობის მექანიზმის „BRITACOM“-ის რიგით მეოთხე წლიური ფორუმი ოფიციალურად დასრულებულია. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამდღიანი ფორუმი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, პაატა კილაძემ და BRITACOM-ის სამდივნოს აღმასრულებელმა მდივანმა, ვანგ დაოშუმ შეაჯამეს. პაატა კილაძემ საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და ,,სარტყელი და გზის ინიციატივის“ საკმაოდ მაღალი დონის პლატფორმის ეფექტური გამოყენების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.

პლენარული სხდომის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, პაატა კილაძემ, მასპინძელი ქვეყნის სახელით, „BRITACOM“-ის მომდევნო თავმჯდომარე ქვეყნის ჰონგ კონგის შიდა შემოსავლების დეპარტამენტის კომისიონერს, სიმბოლურად, ორგანიზაციის დროშა გადასცა, რითაც ის ერთი წლის განმავლობაში (2024/2025 წლების ვადით), „BRITACOM“-ის პრეზიდენტად დასახელდა.

,,ბატონო ტიმ ტაი პანგ, გილოცავთ მომდევნო ფორუმის მასპინძლობის პატივს, ჩემთვის სასიამოვნოა გადმოგცეთ ,,BRITACOM“-ის დროშა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ესტაფეტაა“, - აღნიშნა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ.

„BRITACOM-ი „სარტყელი და გზის ინიციატივის“ წევრი ქვეყნების ასამდე საგადასახადო ადმინისტრაციის გაერთიანებას წარმოადგენს, ხოლო მრჩეველთა საბჭოს წევრები წამყვანი საერთაშორისო საგადასახადო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები და ექსპერტები არიან. აღნიშნული კონფერენცია წელიწადში ერთხელ იმართება და მას ,,BRITACOM“-ის პრეზიდენტი ქვეყნის ადმინისტრაცია მასპინძლობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო