თინა ბოკუჩავა - როგორც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ შემიძლია გითხრათ, რომ ფრაქციის არც ერთი წევრი ბიძინა ივანიშვილის ბინძურ თამაშში მონაწილეობას არ მიიღებს - ვისურვებდი, ამგვარი სპეკულაციები შეწყდეს

მე, როგორც ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ შემიძლია გითხრათ, რომ ფრაქციის არც ერთი წევრი ბიძინა ივანიშვილის ბინძურ თამაშში მონაწილეობას არ მიიღებს - ვისურვებდი, ამგვარი სპეკულაციები შეწყდეს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე საუბრისას განუცხადა.

ბოკუჩავას თქმით, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შესაძლოა მოლაპარაკების საგანი გახდეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის კენჭისყრაზე გატანის დღეს სხდომათა დარბაზში არშესვლის საკითხი, რათა არანაირ გადაბრალებასა და სპეკულაციებს ადგილი არ ჰქონდეს.

"მე როგორც ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ შემიძლია საზოგადოება დავარწმუნო, რომ ჩვენი ფრაქცია ბიძინა ივანიშვილის ბინძურ თამაშში მონაწილეობას არ მიიღებს. ეს არის ბინძური თამაში, რომელიც ქვეყნის ევროპული პერსპექტივის საბოტაჟირებას ემსახურება, რაც ჯიზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტის დროს ცხადად გამოჩნდა.

მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ კოორდინირებულად იმოქმედოს, რადგან ეს იქნება არა პრეზიდენტ ზურაბიშვილის დასაცავად გადადგმული ნაბიჯი, არამედ ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად გაკეთებული მნიშვნელოვანი განაცხადი", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება