დავით მათიკაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ თავის არსებობის ბოლო პერიოდს გადის

„ნაციონალური მოძრაობა“ თავის არსებობის ბოლო პერიოდს გადის, წინასაარჩევნო პერიოდი და 2024 წელი იქნება ალბათ გადამწყვეტი ამ კუთხით,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მალე, სულ მცირე ნომერ პირველი ოპოზიციური პარტია ვეღარ იქნება.

„ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა" თავის დროზე როგორც სისტემური დანაშაულის ჩამდენი პოლიტიკური ძალა არ გასამართლდა და როგორც მაშინდელმა პრემიერმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ბრძანა, რომ მათ მოექცნენ არა ისე, როგორც იმსახურებდნენ, არამედ როგორც ქართველი ხალხი იმსახურებს, ამ ყველაფერმა საბოლოო ჯამში ნათელი გახადა, რომ ვერ გაიაზრეს და გაითავისეს ის დანაშაულები, რაც ხალხის წინაშე აქვთ ჩადენილი. არა დემოკრატიის შუქურა, არამედ ავტოკრატიის და ტირანიის ბუდე იყო საქართველო „ნაცმოძრაობის" ხელისუფლების პირობებში. ამიტომ ეს დაპირისპირება არის მცირე ნაწილი დუღილისა, სადაც სიბინძურე ზემოდან ექცევა და საზოგადოებისთვის თვალსაჩინო ხდება, მაგრამ შიდა დინებებიც იმდენად მძიმე და ბინძურია, რომ ამ დანაშაულებრივ დაჯგუფებას წარმოუდგენელია ჰქონდეს რაიმე პერსპექტივა მომავალ არჩევნებზე", - განაცხადა მათიკაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება