საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საბჭოს წევრებმა ქვეყანაში ეკონომიკის მიმართულებით არსებული დადებითი ტენდენციები მიმოიხილეს.

„სხდომაზე აღინიშნა, რომ ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების რეკორდული მატება აღინიშნება, კერძოდ, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის მეორე კვარტალში 505.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის მეორე კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 29.9 პროცენტით მეტია.

განიხილეს საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლების ზრდის ტენდენცია. აღინიშნა, რომ 2023 წლის აგვისტოში სავაჭრო ბრუნვა 1,766.1 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა. იანვარ-აგვისტოში სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 16.8 პროცენტით და 14,001.1 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება ექსპორტის მაჩვენებლებს, იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 14.3 პროცენტით გაიზარდა და 4,075.5 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა.

რაც შეეხება იმპორტის მაჩვენებლებს, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში იმპორტი 17.8%-ით გაიზარდა და 9,925.7 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა.

შეხვედრაზე განიხილეს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი საინვესტიციო პროექტების მიმდინარეობა. კერძოდ, განხილული იქნა ანაკლიის პორტის განვითარების საკითხი. მოისმინეს კერძო პარტნიორის შერჩევის შესახებ ინფორმაცია.

საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს „საქართველოს რკინიგზის" მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებზე. აღინიშნა, რომ რკინიგზის მოდერნიზაციის შემდეგ, რომელიც 2024 წელს დასრულდება, ტვირთის გამტარუნარიანობა გაორმაგდება.

შეხვედრაზე რთველის მიმდინარეობის პროცესი განიხილეს. 13 სექტემბრის მონაცემებით, ჯამში, გადამუშავებულია 51 ათასამდე ტონა ყურძენი, აქედან: 27 ათას ტონამდე - რქაწითელი, 20 ათას ტონამდე - საფერავი, 1,54 ათასი ტონა - კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. მოსავალი საწარმოებს 5600 მევენახე ფერმერმა ჩააბარა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება