მედია - უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატით რუსეთის საწვავის მწარმოებელ ქარხანაზე თავდასხმა განხორციელდა

ტვერის რეგიონში უკრაინული დრონი თავს დაესხა რუსულ ქარხანას, რომელიც სარაკეტო საწვავს აწარმოებს.

რეგიონული ხელისუფლების განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატი კონაკოვოს რაიონში ჩამოაგდეს.

რუსული „ტელეგრამის“ არხების თანახმად კი, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები დაეცა Redkinsky-ის საპილოტე ქარხნის ტერიტორიაზე, რომელიც ავიაციისა და რაკეტებისთვის საწვავს აწარმოებს.

ვარაუდობენ, რომ Spetsneftprodukt-ის მიერ იჯარით აღებული საწყობის ტერიტორიაზე დაზიანებულია ცარიელი ავზი და ჩამსხვრეულია მინები, ხანძარი ან საწვავის დაღვრა არ მომხდარა.

ამავდროულად, „РБК-უკრაინის“ წყარომ მთავარ სადაზვერვო სამმართველოში წარმატებული თავდასხმის შესახებ განაცხადა.

„დღეს ასევე იყო დარტყმა რედკინსკის საპილოტე ქარხანაზე ტვერის რეგიონში. იქ იწარმოება საავიაციო საწვავი დეცილენი. ეს იყო უპილოტო საფრენი აპარატის შეტევა. არის დარტყმა და არის განადგურება“ , - განაცხადა სააგენტოს წყარომ.

13 სექტემბრის ღამით, უკრაინამ ანექსირებულ სევასტოპოლზე სარაკეტო და საზღვაო დრონებით თავდასხმა განახორციელა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა დიზელ-ელექტრო წყალქვეშა ნავი „დონის როსტოვი“ და დიდი სადესანტო გემი „მინსკი“.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება