შალვა პაპუაშვილი - დღეს სამოქალაქო საზოგადოების ეროვნულ პლატფორმასთან ერთად ვატარებთ რიგით მეორე კონფერენციას, რომელიც ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხებს ეძღვნება

დღეს სამოქალაქო საზოგადოების ეროვნულ პლატფორმასთან ერთად ვატარებთ რიგით მეორე ერთობლივ კონფერენციას, რომელიც ეძღვნება ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხებს. საუბარი გვექნება ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე სექტორულ მიმართულებებზე, კერძოდ, ეკონომიკური განვითარების საკითხებზე, ასევე შრომით უფლებებზე, გარემოს დაცვაზე, სოფლის მეურნეობაზე“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, არის სექტორები, სადაც საქართველო სხვადასხვა რეგულაციებით უახლოვდება ევროკავშირს და კონფერენციაზე საუბარი შეეხება სამომავლო გეგმებს.

„ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ევროკავშირთან ინტეგრაციაზე, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში საუბარი ვერ სცდება 12 რეკომენდაციას და ამ 12-დან ერთ-ორ საკითხს, რაც იკავებს ჩვენი პოლიტიკური დისკუსიის ძირითად დროს, არადა, სინამდვილეში, ევროპა ზუსტად ამ ასოცირების შეთანხმებაშია, ევროპა ზუსტად ამ სექტორების განვითარებაშია და სწორედ აქ არის ჩვენი ხალხის ინტერესი. მათ ცხოვრებას ეხება ის საკითხები, რომელზეც დღეს გვექნება საუბარი. სამწუხაროდ, ეს საკითხები პოლიტიკურ დისკუსიაში ძირითად თემას ვერ იკავებს, არადა, ეს უშუალო გავლენას ახდენს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის გაზრდაზე“ , - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით, კონფერენცია თემაზე - „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ მიმდინარეობს.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტები.

კონფერენციაზე ძირითადი განსახილველი საკითხები უკავშირდება გარემოს დაცვას და სოფლის მეურნეობას, ასევე ეკონომიკურ ინტეგრაციას და შრომით უფლებებს.

კონფერენცია თემაზე - „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ მეორედ იმართება. პირველი შეხვედრა 25 ივლისს გაიმართა, სადაც მართლმსაჯულებისა და საარჩევნო რეფორმის საკითხებზე იმსჯელეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება