ზურაბ ჩიკვილაძე - ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის ყველა ბენეფიციარი მიიღებს საჭირო თერაპიას და სურვილისამებრ, ალტერნატიულ ცენტრებში გადანაწილდებიან - ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი მოზარდების კეთილდღეობაა

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ზურაბ ჩიკვილაძე, შენობის ავარიულობის გამო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის შესაძლო დახურვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

როგორც თბილისის საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საკრებულოს დეპუტატის განცხადებით, თბილისის მერიის "აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის" პროგრამის ბენეფიციარები სერვისების გარეშე არ დარჩებიან. ზურაბ ჩიკვილაძის თქმით, საჭირო თერაპიას მიიღებს ყველა და ისინი ალტერნატიულ ცენტრებში გადანაწილდებიან.

„ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი ბავშვების და მოზარდების კეთილდღეობაა. სამწუხაროდ, ძალიან გვიან გავიგეთ აღნიშნული პრობლემის შესახებ, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ უწყვეტად ვზრუნავთ ბავშვებსა და მოზარდებზე, ყველა მიიღებს საჭირო თერაპიას და ისინი სურვილისამებრ, ალტერნატიულ ცენტრებში გადანაწილდებიან. აღნიშნული პროგრამა წლიდან წლამდე ძლიერდება. დაფინანსების გაზრდით, იზრდება პროგრამის მოსარგებლეთა რაოდენობა, რომელთა რიცხვი 1850-ია. მთლიანი თანხის ოდენობა კი 7 383 000 ლარს შეადგენს. რაც შეეხება, სერვისების მიმწოდებლებს, მათი რაოდენობაც ცხრამდე გაიზარდა“,- განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება