პარტია „ხალხისთვის“ მდივანი - გთავაზობთ გეგმას თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ კლიმატური ცვლილებებით გამოწვეულ საფრთხეებს

სტიქიური მოვლენების ინტენსიურობა ყოველწლიურად იზრდება. ტრაგედია შოვში არის ამის ყველაზე მტკივნეული მაგალითი. სამწუხაროდ, ეს კატასტროფები არ შემცირდება და მომავალში უფრო გაიზრდება. ჩვენ გვაქვს შანსი, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ზარალი. ამისთვის საკმარისია რამდენიმე კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა, - ამის შესახებ პარტია ,,ხალხისთვის” მდივანმა, ალექსანდრე სამსონიძემ განაცხადა.

ალექსანდრე სამსონიძე იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე საუბრობს, რომელიც სახელმწიფომ უნდა გადადგას კლიმატური ცვლილებებით გამოწვეულ საფრთხეებთან საბრძოლველად.

,,ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კარგად დაგვანახეს ჩვენი მთავრობის მოუმზადებლობის მწარე რეალობა. სტიქიური მოვლენების ინტენსიურობა ყოველწლიურად იზრდება. ტრაგედია შოვში არის ამის ყველაზე მტკივნეული მაგალითი. სამწუხაროდ, ეს კატასტროფები არ შემცირდება და მომავალში უფრო გაიზრდება. ჩვენ გვაქვს შანსი, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ზარალი. ამისთვის საკმარისია რამდენიმე კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა. პარტია ,,ხალხისთვის” გთავაზობთ გეგმას:

  1. პირველ რიგში, აუცილებელია შეიქმნას სამთავრობო დონის კომისია, რომელიც შეისწავლის კლიმატური ცვლილებებით გამოწვეულ საფრთხეებს;
  2. ზონირების პოლიტიკა ან „სახელმწიფო რისკების შეფასება“- ექსპერტების დასკვნებზე დაყრდნობით ქვეყანაში რისკიანი ზონები განისაზღვრება;
  3. შესაბამისი ადრეული გამაფრთხილებელი სისტემების დანერგვა;
  4. სამაშველო სამსახურის თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვა“,- აღნიშნავს ალექსანდრე სამსონიძე, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება