ირაკლი პეტრიაშვილი კონფერენციაში „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ მონაწილეობდა

საქართველოს პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით მიმდინარე კონფერენციაში თემაზე - „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, იმ ინიციატივებსა და გამოწვევებზე ისაუბრა, რაც საზოგადოებას, დასაქმებულ ადამიანებს და პროფკავშირებს, როგორც დასაქმებულთა უფლებების დამცველ ყველაზე დიდ ორგანიზაციას აწუხებს.

ინფორმაციას პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ირაკლი პეტრიაშვილმა მაგალითად ის კვლევები მოიყვანა, რომელიც ადასტურებს, რომ დასაქმება, სიღარიბე, უმუშევრობა ქართული საზოგადოებისთვის მთავარი გამოწვევებია, რასაც სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკურ დღის წესრიგში არასაკმარისი ყურადღება ეთმობა.

„საქართველოს პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით, კონფერენცია თემაზე - „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ მიმდინარეობს.

კონფერენციაში, საქართველოს პროფკავშირების, პარლამენტის, ეროვნული პლატფორმის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტები მონაწილეობენ.

კონფერენციაზე ძირითად განსახილველ საკითხებს შორის შრომითი უფლებების მიმართულებაა.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, საკუთარ სიტყვაში იმ ინიციატივებსა და გამოწვევებზე ისაუბრა, რაც საზოგადოებას, დასაქმებულ ადამიანებს და პროფკავშირებს, როგორც დასაქმებულთა უფლებების დამცველ ყველაზე დიდ ორგანიზაციას აწუხებს.

ირაკლი პეტრიაშვილმა მაგალითად მოიყვანა კვლევები, რომელიც ადასტურებს, რომ დასაქმება, სიღარიბე, უმუშევრობა ქართული საზოგადოებისთვის მთავარი გამოწვევებია, რასაც სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკურ დღის წესრიგში არასაკმარისი ყურადღება ეთმობა.

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში სოციალური დიალოგის ყველა დონეზე განვითარების აუცილებლობასა და ღირსეული მინიმალური ხელფასის დაწესების საკითხზე, რაც ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია. მან პარლამენტის წევრებს აღნიშნული საკითხის გადაჭრის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. წარმოადგინა ციფრობრივი მაჩვენებლები უთანასწორობის თვალნათლივ აღსაქმელად და შეადარა სხვა ქვეყნების მაგალითებს.

,,მინიმალური ხელფასის ზრდის მიზანია ქვეყნის მოსახლეობაში სამართლიანობის მიღწევა, შემოსავლებში სამართლიანობის მიღწევის შედეგი იქნება საშუალო ფენის გაძლიერება, რაც ნიშნავს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. მინიმალური ხელფასის ზრდისა და ამდენი ადამიანის პრობლემების მოგვარების შემთხვევაში, რითაც სიღარიბის ზღვარს დააღწევენ თავს და ნორმალური შემოსავალი ექნებათ, გააქტიურებენ ქვეყნის ეკონომიკას და ადგილობრივი წარმოების განვითარებას შეეწყობა ხელი, ისევე როგორც, გაიზრდება სამუშაო ადგილები", - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

კონფერენციაზე პროფკავშირების მიერ ასევე ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: არაფორმალური დასაქმების ფორმალიზების მნიშვნელობა, შრომითი მიგრაციის კანონი, ქალთა შრომითი უფლებები, გაფიცვის უფლება, სექტორულ ჭრილში უსაფრთხოების სტანდარტები და ა.შ. თავმჯდომარის მოადგილეებმა, რაისა ლიპარტელიანმა და თამარ სურმავამ კონკრეტული მაგალითებით გაამყარეს პროფკავშირების პოზიციები აღნიშნულ საკითხებზე.

„ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ევროკავშირთან ინტეგრაციაზე, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, საუბარი ვერ სცდება 12 რეკომენდაციას და ამ 12-იდან ერთ-ორ საკითხს, რაც იკავებს ჩვენი პოლიტიკური დისკუსიის ძირითად დროს, არადა, სინამდვილეში, ევროპა ზუსტად ამ ასოცირების შეთანხმებაშია, ევროპა ზუსტად ამ სექტორების განვითარებაშია და სწორედ აქ არის ჩვენი ხალხის ინტერესი. მათ ცხოვრებას ეხება ის საკითხები, რომელზეც დღეს გვექნება საუბარი. სამწუხაროდ, ეს საკითხები პოლიტიკურ დისკუსიაში ძირითად თემას ვერ იკავებს, არადა, ეს უშუალო გავლენას ახდენს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის გაზრდაზე“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

„საქართველოს გზა ევროკავშირისკენ" პირველი ერთობლივი კონფერენცია 25 ივლისს გაიმართა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება