გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები სწავლას საფრანგეთში გააგრძელებენ

2023 წლის სექტემბერში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ორი სტუდენტი - ხატია ნეკაშვილი და მარიამ ბასილაძე, ბორდოს პოლიტიკური მეცნიერებების უმაღლეს სკოლაში (Sciences Po Bordeaux), ინგლისურენოვან პროგრამაზე ჩაირიცხნენ. ინფორმაციას გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, სწავლის ხარჯები საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ ფინანსდება.

„ერთი სემესტრის განმავლობაში, სტუდენტების მიერ მოპოვებული კრედიტები, თანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე, აღიარებულ იქნება როგორც გრუნის, ისე სიან პო ბორდოს მიერ. მარიამს და ხატიას ვუსურვებთ წარმატებას!“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება