ხერსონის დასახლებებიდან, რომლებიც მუდმივად იბომბება, ბავშვების ევაკუაცია მოხდება

ხერსონის ოლქის ყველა დასახლებული პუნქტიდან, რომლებსაც რუსები რეგულარულად ბომბავენ, ბავშვების ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღეს. შესაბამისი განცხადება ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე პროკუდინმა გაავრცელა.

”ხერსონის ოლქის თავდაცვის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ბავშვიანი ოჯახების სავალდებულო ევაკუაციის შესახებ იმ დასახლებებიდან, რომლებიც მუდმივად იბომბება მტრის მიერ,” - განაცხადა პროკუდინმა.

მისი თქმით, შექმნილი მდგომარეობის გამო, ხანგრძლივდება კომენდანტის საათიც."ვმუშაობთ რეგიონში ენერგიის კოლაფსის თავიდან ასაცილებლად და ასევე ვემზადებით კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებში შემოდგომა-ზამთრის პერიოდში საგანგებო სიტუაციებისთვის,” - დასძინა პროკუდინმა.

ამასთან, მისი თქმით, არსებობს სხვა გადაწყვეტილებები რეგიონის დაცვასთან დაკავშირებით. "დეტალების გარეშე. დაე, ეს სიურპრიზი იყოს რუსებისთვის", - განაცხადა ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს