ლევან ხაბეიშვილი - ყველა მოსწავლეს და მასწავლებელს ვულოცავ სასწავლო წლის დაწყებას - ერთად უნდა ვიზრუნოთ იმ პრობლემებზე, რაც აწუხებს ასიათასობით მშობელს, ბავშვს და მასწავლებელს, რათა მაქსიმალურად კომფორტულად გრძნობდნენ თავს

ყველა მოსწავლეს და მასწავლებელს ვულოცავ სასწავლო წლის დაწყებას, განსაკუთრებით პირველკლასელებს! ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ იმ პრობლემებზე, რაც აწუხებს ასიათასობით მშობელს, ბავშვს და მასწავლებელს, რათა მაქსიმალურად კომფორტულად გრძნობდნენ თავს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქართველ ხალხს აძლევს პირობას, რომ სკოლებში კვება უფასო იქნება.

„ყველა მოსწავლეს და მასწავლებელს ვულოცავ სასწავლო წლის დაწყებას, განსაკუთრებით პირველკლასელებს! ყველამ ერთად თავი უნდა დავაღწიოთ იმ მმართველობას, რომელიც, ჩვენდა სამწუხაროდ, არ ფიქრობს საქართველოს მოქალაქეზე, ასევე, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ იმ პრობლემებზე, რაც აწუხებთ ასი ათასობით მშობელს, ბავშვს და მასწავლებელს, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა იქნეს მიღწეული, რომ მოსწავლეც, მასწავლებელიც , მშობელიც მაქსიმალურად კომფორტულად გრძნობდეს თავს. მასწავლებელი განათლების გასაცემად უნდა იყოს მზად და მოსწავლე განათლების მისაღებად, არ ჰქონდეთ ელემენტარული ყოფითი პრობლემები როგორიცაა მაგალითად როგორ შეიძინონ სკოლისთვის ჩანთა, ახალი ტანსაცმელი და ა.შ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქართველ ხალხს აძლევს პირობას, რომ ასიათასობით ბავშვისთვის სკოლებში კვება იქნება უფასო, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ოფიციალური მონაცემებით 50 ათასზე მეტი ბავშვი სკოლაში შიმშილობს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ინფორმაციისთვის, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს უფასო კვების პროგრამა სკოლებში, რომელიც ასიათასობით ბავშვის კვებას უზრუნველყოფს.

„ამასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციას ვრცელი ანგარიში აქვს მომზადებული, სადაც განხილულია საქართველოს საჯარო სკოლებში უფასო კვების პროგრამის დანერგვის აუცილებლობა და შეფასებულია ამ გამოწვევის მასშტაბები. ანგარიშში ასევე განხილულია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მაგალითი, რომელიც ერთადერთი გამონაკლისია, სადაც საჯარო სკოლებში მსგავსი პრაქტიკა დაინერგა“,- აღნიშნულია „ნაციონალურ მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო