შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ არ ენდობა საკუთარ თავს და საკუთარ ხელებს, ეშინიათ, რომ თითი მიეჭირებათ ღილაკზე იმპიჩმენტის საკითხის გადაწყვეტისას

„ნაციონალური მოძრაობა“ იმდენად არ ენდობა საკუთარ თავს, ალბათ, საკუთარ ხელებსაც არ ენდობიან და ეშინიათ, რომ თითი მიეჭირებათ ღილაკზე იმპიჩმენტის საკითხის გადაწყვეტის დროს, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას შეეხებოდა, რომლის მიხედვითაც, ფრაქცია პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას სხდომათა დარბაზში შესვლას არ გეგმავს.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტისთვის ვერდიქტი არა პარლამენტის გადაწყვეტილება, არამედ საკონსტიტუციო გადაწყვეტილება იქნება.

„ნაციონალური მოძრაობა“ იმდენად არ ენდობა საკუთარ თავს, ალბათ, საკუთარ ხელებსაც არ ენდობიან და ეშინიათ, რომ თითი მიეჭირებათ ღილაკზე იმპიჩმენტის საკითხის გადაწყვეტის დროს. მინდა მივმართო „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს, ვის მიეცით მანდატი, ვინ წარმოგადგენთ თქვენ, ადამიანები, რომლებიც ერთმანეთის გვერდში მყოფ ადამიანებს არ ენდობიან? საკუთარ თავს არ ენდობიან, რომ იქ შემთხვევით ხელი არ წაუცდეთ და ღილაკს თითი არ მიაჭირონ? ყველას ვამშვიდებ, არავინ არავის გადაბირებას არ აპირებს. რაც შეეხება პარლამენტის გადაწყვეტილებას, ეს მეასეხარისხოვანია სასამართლოს დასკვნასთან დაკავშირებით. მთავარი ამ საკითხში არის საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა. საკონსტიტუციო სასამართლო რასაც იტყვის, ის იქნება ვერდიქტი. და თუ საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, თან უხეშად, განზრახ შეიჭრა სხვა სახელისუფლებო შტოს უფლებამოსილებაში, მიითვისა სხვისი უფლებამოსილება. ამას თუ დაადგენს საკონსტიტუციო სასამართლო, ამაზე დიდი განაჩენი და ვერდიქტი პრეზიდენტისთვის არ არსებობს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება