ირლანდიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოსა და მისი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია

ირლანდიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გაფორმებულ მემორანდუმში აღნიშნულია, რომ საქართველოსა და მისი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია.

უწყების ცნობით, თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს ირლანდიის ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიჰო მარტინმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა.

მემორანდუმში აღნიშნულია, რომ ირლანდია მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირის გაფართოებას და, ამ კონტექსტში, აღიარებენ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, და ადასტურებენ რომ საქართველოსა და მისი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია.

„მემორანდუმში აღნიშნულია, რომ ირლანდია და საქართველო გააღრმავებენ დიალოგს და თანამშრომლობას ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისა და ამ პროცესთან დაკავშირებული პოლიტიკური, ინსტიტუციური და სოციო-ეკონომიკური რეფორმების მხარდასაჭერად; ისევე როგორც თანამშრომლობას ევროკავშირში საქართველოს ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის, მათ შორის, ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციისა და ასოცირების შეთანხმების/ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების სრულად განხორციელების ხელშესაწყობად; დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ინტენსიური მუშაობა წარიმართება ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სფეროში, მათ შორის, ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ მედეგობის, კერძოდ, კიბერ უსაფრთხოების გაძლიერებისთვის, მათ შორის, ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში გაწეული დახმარების მეშვეობით. მემორანდუმში ასევე საუბარია თანამშრომლობის გაძლიერებაზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის მიზნით საერთაშორისო ძალისხმევის კონსოლიდაციისთვის, მათ შორის, ევროკავშირის ეფექტიანი ჩართულობით, რათა უზრუნველყოფილ იქნას რუსეთის ფედერაციის მიერ ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების განხორციელება და ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიმართ. აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ პირველი მემორანდუმი, რომელიც ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის გაფორმდა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება