ირაკლი ღარიბაშვილი - უკვე დაწყებულია რამდენიმე ასეული სკოლისა და 1000-ზე მეტი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია-მშენებლობის პროცესი - მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა, მაგრამ პროცესი ძალიან კარგი ტემპით მიმდინარეობს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რამდენიმე ასეული სკოლისა და საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია არის დაწყებული.

ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

„მინდა ყველას მივულოცო სასწავლო წლის დაწყება, მოგეხსენებათ, დღეს დაიწყო ოფიციალურად სწავლა და მინდა, პირველ რიგში, ჩვენს პატარებს, პირველკლასელებს, მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს და მთლიანად საზოგადოებას მივულოცო. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ შარშან დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც ასობით სკოლის - 880 სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობას ითვალისწინებს. უკვე დაწყებულია, დაკონტრაქტებულია რამდენიმე ასეული სკოლის რეაბილიტაციის, მშენებლობის პროცესი. ამ პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით, მილიარდი ლარი დაიხარჯება. ასევე ჩვენ დავიწყეთ 1000-ზე მეტი საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციაც, რომელიც ასევე მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების პროექტია, ეს არის წლების მიხედვით გადანაწილებული, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავარი მოტივაცია, მიზანია, რომ ჩვენი ახალგაზრდები, შვილები, მოსწავლეები სწავლობდნენ ევროპული სტანდარტების, თანამედროვე სტანდარტების სკოლებში, ბაღებში და ამ პროცესს ბოლომდე მივიყვანთ. იცით, რომ სკოლებშიც, ბაღებშიც ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, რაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, ბოლო 10 წელიწადში ძალიან ბევრი სკოლა აშენდა, ასევე ბევრი რეაბილიტირდა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო, ჩვენ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა, ამიტომ ეს საკითხი გადაწყვეტილია და ძალიან კარგი ტემპებით მიმდინარეობს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება