პრემიერი - მთავრობის ვალი შემცირებულია, სიღარიბე და უმუშევრობა არის ისტორიულ მინიმუმზე - სულ სხვა ეკონომიკაა წელს, ვიდრე 10 წლის წინ იყო

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის ვალი შემცირებულია.

როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, სულ სხვა ეკონომიკა არის წელს, ვიდრე 10 წლის წინ იყო.

„მთავრობის ვალი არის შემცირებული. მინდა ყველას შევახსენო, რომ ორი წლის წინ მთავრობის ვალი 60%-ზე მეტს შეადგენდა მშპ-სთან მიმართებით. ეს პროცესი აქტიურად დავიწყეთ და თითქმის 38%-ზე არის ჩამოსული მთავრობის ვალი. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ სიღარიბე და უმუშევრობა არის ისტორიულ მინიმუმზე. მთავრობის რეზერვები არის ისტორიულ მაქსიმუმზე, 5,5 მლრდ დოლარს გადააჭარბა. ასევე მინდა ვთქვა, რომ ბოლო 10 წელიწადში ჩვენი მოქალაქეების დეპოზიტები, რომელიც განთავსებულია კომერციულ ბანკებში, თითქმის გაათმაგებულია. სულ სხვა ეკონომიკა არის წელს, ვიდრე 10 წლის წინ იყო“, -განაცხადა პრემიერმა.

მისი განმარტებით, ეს არის მმართველი პარტიის შედეგი, რამაც ქვეყანას ხელშესახები შედეგები მოუტანა.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის მშვიდობისა და სტაბილურობის ნაყოფი. სხვა შემთხვევაში, ჩვენთან არავითარ ეკონომიკურ ზრდაზე საუბარი არ და ვერ იქნებოდა. ყველას შევახსენებ, რომ 3 წლის წინ დეფოლტზე იყოს საუბარი, როცა ჩვენს მთავრობაში ცვლილებები მოხდა. ყველაფერი ძალიან კარგად იქნება“, - განაცხადა პრემიერმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება