ვასო ურუშაძე - აშშ-ის მხრიდან ოთარ-ფარცხალაძის წინააღმდეგ სანქციების დაწესება შეუქცევადი პროცესია - ყველა პირი, რომელიც ღიად ეხმარება პუტინის ტერორისტულ რეჟიმს სანქციებისგან თავის არიდებაში, დასანქცირდება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივნის, ვასო ურუშაძის განცხადებით, აშშ-ის მხრიდან ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ-ფარცხალაძის წინააღმდეგ სანქციების დაწესება შეუქცევადი პროცესია.

როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ყველა ის პირი, რომელიც „უკრაინის ხელისუფლების მიერ არის დასახელებული, როგორც ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული „კლანის“ წარმომადგენელი, რომელიც ღიად ეხმარება პუტინის ტერორისტულ რეჟიმს სანქციებისგან თავის არიდებაში, აუცილებლად დასანქცირდება“.

„აშშ-ს მხრიდან ოთარ ფარცხალაძის დასანქცირება არის პირდაპირი გზავნილი ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ყველა ის პირი, რომელიც წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ „კლანს“ და ეხმარება პუტინის ტერორისტულ რეჟიმს სანქციებიდან გვერდის ავლაში, ეხმარება ეკონომიკური საქმიანობის წარმართვაში, ეს კვალიფიცირდება არა როგორც უბრალოდ სანქციებიდან გვერდის ავლა, არამედ, ეს არის ტერორიზმის მხარდაჭერა. დიახ, პუტინის რეჟიმი არის ტერორისტული რეჟიმი, ის თავს ესხმის მშვიდობიან მოსახლეობას უკრაინაში, ბომბავს ბავშვებს, ადამიანებს, რომლებსაც არანაირი შეხება არ აქვს საომარ მოქმედებებთან, შესაბამისად, ის არის ტერორისტი და ტერორიზმის მხარდაჭერა უმკაცრესად ისჯება მთელი ცივილიზებული სამყაროს მიერ. დიახ, ფარცხალაძე იყო ყველაზე გამორჩეული, ყველაზე გავლენიანი პირი ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ „კლანში“, ბიძინა ივანიშვილის კარზე და მისი დასანქცირება არის პოლიტიკური განაცხადი, რომ ეს სანქცია მივა ყველა იმ პირთან, ოჯახის წევრებთან, რომლებიც ღიად არიან ჩართულები საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში.

დიახ, უკრაინის მთავრობის შემდეგ თუ ვინმეს ინტერესებში შედის, რომ დასავლურ სანქციებს ჰქონდეს კონკრეტული ეფექტი, ჰქონდეს შედეგი, რომელიც გამოიხატება პუტინის ტერორისტული რეჟიმის მარცხში და მის დამხობაში, ეს არის საქართველო. საქართველოს სახელმწიფო ინტერესებში შედის პუტინის რეჟიმის დამარცხება, რადგან ეს არის პირდაპირ დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის ტერორისტული მთლიანობის აღდგენასთან, ევროკავშირში ინტეგრაციასთან, ეკონომიკურ თავისუფლებასთან და განვითარებასთან. რეჟიმი, რომელსაც წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი, რუსი ოლიგარქი და მისი „კლანი“ საქართველოში, მიდის ქართველი ხალხის, საქართველოს მოქალაქეების და საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ. ეს პროცესი იქნება შეუქცევადი და აუცილებლად ყველა ის პირი, რომელიც ჯერ კიდევ უკრაინის ხელისუფლების მიერ არის დასახელებული როგორც ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული „კლანის“ წარმომადგენელი, რომელიც ღიად ეხმარება პუტინის ტერორისტულ რეჟიმს სანქციებისგან თავის არიდებაში, იქნება დასანქცირებული. საქართველოს ინტერესები აუცილებლად იქნება მიღწეული და ძალიან მალე, ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი სახელმწიფო მმართველობას ჩამოშორდება“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება