ლიბიის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაცია - წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვმა 11 300-ს მიაღწია

ლიბიის ქალაქ დერნაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 11 300-ს მიაღწია, - ამის შესახებ ლიბიის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაცია იუწყება.

ორგანიზაციის შეფასებით, 30 000 ადამიანი უსახლკაროდაა დარჩენილი.

ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება, რადგან ცხედრების ამოყვანის ოპერაცია გრძელდება. ამ დროისთვის, დაკარგულად 10 000-ზე მეტი ადამიანი ითვლება.

შეგახსენებთ, ქარიშხალ “დანიელის" შედეგად გამოწვეულმა ძლიერმა წვიმამ ლიბიაში წყალდიდობა გამოიწვია. 10 სექტემბერს ქალაქ დერნას ზემოთ მდებარე ორი კაშხალი გაირღვა და წყალმა ქალაქის მთელი უბნები წალეკა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!