სახალხო დამცველი, ვაშინგტონში, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

ვაშინგტონში ვიზიტის დასასრულს საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა შეხვედრა გამართა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) ევრაზიის მიმართულების რეგიონულ დირექტორთან სტივენ ნიქსთან, „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) ევრაზიის პროგრამების რეგიონულ დირექტორთან ევა ბუზასთან, ევრაზიის მიმართულების პროგრამის უფროს დირექტორთან მელისა სელინ მუსიოსთან და ორგანიზაცია Freedom House-ის ევროპისა და ევრაზიის პროგრამის დირექტორთან მარკ ბერენდტთან.

ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ლევან იოსელიანი ასევე შეხვდა „აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (USAID) ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილეს ალექსანდრე სოკოლოვსკის.

„წინასაარჩევნო პერიოდიდან გამომდინარე, საერთაშორისო ორგანიზაციები დაინტერესებული არიან საქართველოში არსებული მედია გარემოთი, არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობით, უმცირესობათა უფლებების დაცვის საკითხებითა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით არსებული გამოწვევებით.

შეხვედრებზე განიხილეს ადამიანის უფლებათა სტრატეგიის დეტალები, ასევე, ევროკავშირის წევრობის სტატუსის მისაღებად რეკომენდებული 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების მდგომარეობა.

სახალხო დამცველმა ვაშინგტონში თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა თეთრ სახლში, ასევე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და იუსტიციის დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირებთან და სხვა სტრატეგიული პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება