იაგო ხვიჩია - პროცესი დასრულებული არ არის და „ქოცების“ არგუმენტი - „ფარცხალაძე 11 წელია ჩვენთან არ არის და ეს ისტორია ჩვენ არ გვეხება“, ძალიან მალე გაბათილდება

პროცესი დასრულებული არ არის და „ქოცების“ არგუმენტი - „ფარცხალაძე 11 წელია ჩვენთან არ არის და ეს ისტორია ჩვენ არ გვეხება“, ძალიან მალე გაბათილდება, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძის სანქცირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პარტნიორები ხედავენ, რომ ნაცვლად დემოკრატიული პროცესისა, ქვეყანა იმართება ძალოვანი სტრუქტურებით, სწორედ ამიტომ დასანქცირდნენ მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები სასამართლოსა და ძალოვან უწყებაში.

„ჩემი აზრით, ფარცხალაძის დასანქცირება არის იმ პროცესის ნაწილი, რომელიც მოსამართლეთა დასანქცირებით დაიწყო. მეორე ნაბიჯი იყო ყოფილი გენპროკურორის დასანქცირება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი პარტნიორები ძალიან კარგად ხედავენ, თუ რა უწყებებით იმართება ჩვენი ქვეყანა - ნაცვლად დემოკრატიული პროცესისა, იმართება ძალოვანი უწყებებით, ამიტომ დაიწყო ძალოვანი უწყებისა და მართლმსაჯულების სისტემაში თანამდებობის პირების სანქცირება. ვფიქრობ, რომ ეს არის პროცესი, რომელიც დასრულებული არაა და სადამდე მიგვიყვანს, არავინ იცის. ამიტომ „ქოცების“ არგუმენტი, რომ „ეს კაცი ჩვენთან არ არის 11 წელია და ჩვენ არ გვეხება ეს ისტორია“, ძალიან მალე გაბათილდება,“ - განაცხადა ხვიჩიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება