ვლადიმერ პუტინი - რუსეთი საფრთხეს არავის არ უქმნის - ყველაზე დიდი საფრთხე აშშ-სგან მოდის, სადაც კაპიტოლიუმი თუ თეთრი სახლი მდებარეობს

რუსეთი საფრთხეს არავის უქმნის. თავად ამერიკელები ამბობენ, რომ ყველაზე დიდი საფრთხე თეთრი სახლიდან მოდის, თუმცა ისინი საფრთხეს გარეთ ეძებენ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ბელარუს კოლეგასთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ არავის ვუქმნით საფრთხეს. ყველაზე დიდი საფრთხე, რომელიც დღეს მსოფლიოში იქმნება, დღევანდელი მმართველი ელიტის მიერ არის შექმნილი და, სხვათა შორის, თავად საუბრობენ ამაზე. რამდენიმე წლის წინ, თავდაცვის ყოფილმა მდივანმა, ბატონმა გეითსმა თქვა, რომ ყველაზე დიდი საფრთხე თავად შეერთებული შტატებისთვის მოდის, იმ ტერიტორიიდან, სადაც კაპიტოლიუმი თუ თეთრი სახლი მდებარეობს. ისინი თავად საუბრობენ ამაზე, ეძებენ საფრთხეს გარეთ,“ – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის არმიის ხელით კასეტურ ბომბებს იყენებს.

„სწორედ ამერიკის შეერთებული შტატები იყენებს კასეტურ საბრძოლო მასალას. ამ შემთხვევაში, უბრალოდ, უკრაინის არმიის ხელით და ეს მხარე თვლის, რომ ეს არის დანაშაული, მაგრამ საკუთარ თავს უფლებას აძლევს ეს გააკეთოს“, - აღნიშნა პუტინმა.

ამასთან, მისი მტკიცებით, რუსეთს არასოდეს უთქვამს უარი უკრაინასთან მოლაპარაკებებზე, მაგრამ მათი მხრიდან არაფერი ისმის.

„მე უკვე ვისაუბრე ამაზე, რუსეთს მოლაპარაკებებზე უარი არასდროს უთქვამს, ამიტომ გთხოვთ, თუ მეორე მხარეს სურს, ნება მიეცით გააკეთოს ეს, პირდაპირ თქვას. აი, მე ვამბობ, რომ მეორე მხარისგან არაფერი გვსმენია“, - განაცხადა პუტინმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება