სტუ-ს რექტორი პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, სტატუსშეჩერებული სტუდენტებისათვის დავალიანების განულების შესახებ, მიესალმება და სტუდენტებს წარმატებებს უსურვებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას, სტატუსშეჩერებული სტუდენტებისათვის არსებული დავალიანების დაფარვის შესახებ და სტუდენტებს მოუწოდებს მიმართონ უნივერსიტეტს, შესაბამის ფაკულტეტებს, რათა დროულად მოხდეს მათი სტატუსის აღდგენა.

როგორც რექტორი აცხადებს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი 25 სექტემბერს იწყება. ამდენად, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მიმართონ უნივერსიტეტს, იმ ფაკულტეტებს, სადაც სწავლობდნენ და შეიტანონ განაცხადი სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის უპრეცედენტო გადაწყვეტილება არის ახალ თაობაზე ზრუნვის შესანიშნავი მაგალითი. დღეს ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა 30 ათასზე მეტ ახალგაზრდას კიდევ ერთხელ გაუკვალა გზა, კიდევ ერთხელ მისცა საშუალება დაეუფლონ განათლებას, აღიდგინონ სტუდენტის სტატუსი.

მინდა, ჩვენი სტუდენტებისა და მათი ოჯახების სახელით, მადლობა გადავუხადო პრემიერს ამ დიდსულოვანი ნაბიჯისთვის - საქართველო არ არის მდიდარი ქვეყანა, მაგრამ ცოდნაში ჩადებული ინვესტიცია არ იკარგება და იმედი მაქვს, ჩვენი სტუდენტები ახალ შესაძლებლობას სწორად და მიზანმიმართულად გამოიყენებენ. წარმატებები მინდა ვუსურვო საქართველოს მთავრობას და აქვე, კიდევ ერთხელ მივმართავ სტუდენტებს.

ძვირფასო ახალგაზრდებო, დღეიდან თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ ფაკულტეტებს, სადაც სწავლობდით და აღიდგინოთ სტატუსი. წარმატებებს გისურვებთ“, - აღნიშნულია დავით გურგენიძის განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, დღეს, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება გაუნულდებათ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება