საპროცედურო კომიტეტი - 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის სექტემბრამდე სამთავრობო უწყებებში 3 975 სადეპუტატო კითხვა გაიგზავნა - მათგან პასუხგაცემულია 77%, ხოლო პასუხგაუცემელი 23% კითხვა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ინფორმაციით, 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის სექტემბრამდე სამთავრობო უწყებებში 3 975 სადეპუტატო კითხვა გაიგზავნა - მათგან პასუხგაცემულია 3 054 (77%), ხოლო პასუხგაუცემელი - 921 (23%) კითხვა.

პარლამენტის წევრების კითხვებზე რეაგირების ანგარიში კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მოისმინეს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი სწორედ საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმების გაზრდა იყო, რაც პარლამენტის რეგლამენტში აისახა. ქადაგიშვილმა კითხვებზე გაცემულ პასუხებში გამოკვეთილი დარღვევების თაობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზოგ შემთხვევაში კითხვაზე პასუხი გაცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ ან დარღვეულია პასუხის გაცემისთვის განკუთვნილი ვადა.

ქადაგიშვილის განცხადებით, ეს გამოწვევაა, რომელთან დაკავშირებითაც შესაბამისი ღონისძიებები უნდა გატარდეს.

„ჩვენი სურვილი და კანონის მოთხოვნაა, რომ დინამიკა მუდმივად გაუმჯობესებისკენ მიდიოდეს. ამიტომაც მოვიწვიეთ მთავრობის წარმომადგენელი, რომ ეს ინფორმაცია მაქსიმალურად მიიტანოს ყველა პასუხისმგებელ პირთან და სტრუქტურასთან, რათა მოცემული ანალიზის საფუძველზე იმსჯელონ, დაინახონ რა უნდა გაკეთდეს ამ მონაცემებიდან გამომდინარე და დინამიკა გახდეს საუკეთესო. პარლამენტის წევრების კითხვებზე რეაგირება საპარლამენტო კონტროლის ეს ერთ-ერთი ეფექტური მექანიზმია და მნიშვნელოვანია დეპუტატის უფლებამოსილების შესრულებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება