თსსუ-ის სტუდენტები კლინიკურ სტაჟირებაზე რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკაში

2023 წლის 6-26 აგვისტოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების ჯგუფი ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში, გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა საზაფხულო კლინიკურ სტაჟირებაზე რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკაში (რიზე, თურქეთი).

ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ თსსუ-ის სტუდენტები: არჩილ კახიძე, მარიამ გიორგაშვილი, ბარბარა სულთანიშვილი, გიორგი აფციაური, მანანა მანველიშვილი, ბაჩანა აფციაური, ოთარ გიგოლაშვილი, თათია ფუტკარაძე, მარიამ წანაწყენიშვილი, მარიამ ჯიშკარიანი, მარიამ ბულისკერია, ნატა აბულაძე, თამარ ბურჯანაძე, რომან ბაბაევი, ნინო უსტიაშვილი. საზაფხულო კლინიკურ სტაჟირებას ხელმძღვანელობდა თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტის ლაბორანტი ნინო ჯანყარაშვილი.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტში თსსუ-ის სტუდენტებს შეხვდნენ უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი ნები გუმუში, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასისტენტ-პროფესორი ვოლკან მუთლუ, კლინიკის ადმინისტრაციული და სამედიცინო პერსონალი.

სტუდენტებმა სტაჟირება გაიარეს გინეკოლოგიის, კარდიოლოგიის, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დეპარტამენტებში, სადაც მათ კურირებდნენ დეპარტამენტის ხელმძღვანელები. კლინიკური სტაჟირების ფარგლებში ისინი ესწრებოდნენ კონსულტაციებს, გამოკვლევებსა და ქირურგიულ ოპერაციებს, ასრულებდნენ სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციებს, ყოველდღიურად ამუშავებდნენ სამედიცინო ლიტერატურას, არჩევდნენ საინტერესო კლინიკურ შემთხვევებს.

ასევე, თსსუ-ის სტუდენტები იმყოფებოდნენ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ სიმულაციების ცენტრში, სადაც მათ ტრენინგი გაიარეს.

აღსანიშნავია, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა გიულ ოზთურქმა თსსუ-ის სტუდენტებს უნივერსიტეტში არსებულ ქართული ენის ცენტრში უმასპინძლა.

თსსუ-ის სტუდენტების ჯგუფმა რეჯეფ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან დადებითი დახასიათება მიიღო, საზაფხულო კლინიკური სტაჟირების დასასრულს კი მათ სერტიფიკატები გადაეცათ.

ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება