მაკა ბოჭორიშვილმა საფრანგეთში შეხვედრები გამართა

პარიზში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრები გამართა საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეაში ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე პიეირ ალექსანდრ ანგლადთან, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში ევროპულ საქმეთა გენერალურ მდივანთან, ემანუელ პუისე-ჟოვინთან, საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის დეპარტამენტის დირექტორთან, დევიდ კვაშთან და კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, სილვენ გიოგესთან. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრისას საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ქვეყნის ევროპულ პერსპექტივასა და მოლოდინზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობა და მიღწეული პროგრესი.

„მხარეებმა დეტალურად განიხილეს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა და გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობა.

აღინიშნა, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და მზად არის ამ მიმართულებით ქმედითი დახმარება აღმოუჩინოს ქვეყანას.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრები გამართა ასევე, რობერტ შუმანის ფონდის პრეზიდენტთან, ჟან-დომინიკ ჯულიანისთან და პოლიტიკური კვლევების ცენტრის უფროს მკვლევართან ფლორან პარმენტიესთან", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება