მიცკევიჩის ქუჩაზე, რამდენიმე დღის განმავლობაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა შეიცვლება

„ევროპის მობილობის კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გამო, 16-დან 22 სექტემბრის ჩათვლით, მიცკევიჩის ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ავტობუსი N347 ყაზბეგის გამზირიდან ტანძიისა და ადამ მიცკევიჩის ქუჩებისკენ მოძრაობის ნაცვლად, გადაადგილდება ყაზბეგის გამზირზე, დავით გამრეკელის ქუჩით დაუკავშირდება მიცკევიჩის ქუჩასა და პეკინის გამზირს, შემდეგ კი მგზავრებს დადგენილი სქემით მოემსახურება. უკუმიმართულებისას, ავტობუსის მოძრაობის სქემა არ შეიცვლება.

N497 მიკროავტობუსი ვეძისის დასახლებიდან ბუკიას ბაღის მიმართულებით მოძრაობისას, გაივლის იონა ვაკელის ქუჩას და ტანძიის ქუჩაზე გადაინაცვლებს. შემდეგ მობრუნდება საირმის ქუჩის გადაკვეთასთან, მოძრაობას გააგრძელებს ყაზბეგის გამზირისკენ და გამრეკელის ქუჩით, სულხან ცინცაძის ქუჩას დაუკავშირდება.

აღნიშნული მარშრუტის გავლის შემდეგ, მიკროავტობუსი იმოძრავებს დადგენილი სქემით, ხოლო უკუმიმართულებისას, N497-ის მარშრუტში ცვლილებები არ შევა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია