ევროკომისიამ 5 ქვეყანაში უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე აკრძალვა არ გაახანგრძლივა, მაგრამ უკრაინისგან გარკვეული ზომების დაცვას ითხოვს

ევროკომისიამ 5 ქვეყანაში უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე აკრძალვა არ გაახანგრძლივა, მაგრამ უკრაინისგან გარკვეული ზომების დაცვას ითხოვს. ამის შესახებ ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საუბარია ევროკავშირის 5 წევრ ქვეყანაზე, რომლებიც უკრაინას ესაზღვრებიან ან გეოგრაფიულად ახლოს იმყოფებიან - პოლონეთი, უნგრეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და ბულგარეთი.

„არსებულ ზომებს ვადა დღეს გასდის. უკრაინა დათანხმდა 30 დღის განმავლობაში ნებისმიერი სამართლებრივი ზომა მიიღოს (მათ შორის, მაგალითად, საექსპორტო ლიცენზირების სისტემა) მარცვლეულის მოზღვავებისთვის თავის ასარიდებლად.

მანამდე უკრაინამ 2023 წლის 16 სექტემბრიდან სურსათის 4 ჯგუფის ექსპორტის კონტროლზე ეფექტიანი ზომები უნდა მიიღოს, რათა მეზობელ წევრ ქვეყნებში ნებისმიერი საბაზრო ცვლილებები აღკვეთოს”, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე აღნიშნულია, რომ ევროკომისია და უკრაინა ვითარების გააკონტროლებენ, რათა შესაძლებლობა ჰქონდეთ გაუთვალისწინებელ სიტუაციებზე მოახდინონ რეაგირება.

ევროკომისია აღნიშნავს, რომ რაიმე სახის შეზღუდვების დაწესებისგან შეიკავებს თავს იქამდე, ვიდრე უკრაინის მიერ მიღებული ზომები ძალაში იქნება და სრულიად იმუშავებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება