მარიამ ლაშხი ახალგაზრდა პარლამენტართა მსოფლიო კონფერენციაში მონაწილეობდა

ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ახალგაზრდა პარლამენტართა მსოფლიო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც 60-ზე მეტი ქვეყნის 300-მდე დელეგატმა მიიღო მონაწილეობა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიების მთავარ სადებატო თემას, ციფრული ტექნოლოგიების განვითარება, ინოვაციებისა და სტარტაპების ხელშეწყობა წარმოადგენდა.

„მარიამ ლაშხმა საკუთარ გამოსვლებში ისაუბრა ამ მიმართულებებით საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე და სახელმწიფო ხელშეწყობის პროგრამებზე. ასევე, ხაზი გაუსვა თანასწორობის მნიშვნელობას და ისაუბრა, ქალების გაძლიერებასა და ახალგაზრდების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის აუცილებლობაზე. საკუთარ მიმართვაში მან საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას გაუსვა ხაზი, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისთვის საქართველოს სახელმწიფო სერვისების მიწოდების შესაძლებლობას.

ვიზიტის ფარგლებში, მარიამ ლაშხმა ორმხრივი შეხვედრები გამართა მალავის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ვიეტნამის პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან და დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციასთან.

შეხვედრებზე ისაუბრეს მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებზე, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებასა და ადგილზე არსებულ რთულ ვითარებაზე. მარიამ ლაშხმა კოლეგებს მოუწოდა ამ მიმართულებით საერთაშორისო ასპარეზზე მხარდაჭერის გაძლიერებისკენ.

შეხვედრებზე, ასევე განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, საპარლამენტო ურთიერთობების დინამიკა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება