საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ევროპის მობილობის კვირეულს უერთდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ევროკავშირისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მხარდაჭერითა და კომპანია GOPA Intec-თან თანამშრომლობით, "საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის (GESRP)" ფარგლებში ევროპის მობილობის კვირეულს უერთდება, რომელიც თბილისში 16-22 სექტემბერს გაიმართება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, კვირეული მიზნად ისახავს მდგრადი ურბანული მობილობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ფეხითა და ველოსიპედით გადაადგილების წახალისებას. წელს კვირეულის თემაა "დაზოგე ენერგია".

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის რომეო მიქაუტაძის განცხადებით, ტრანსპორტზე ენერგიის მოხმარების დიდი წილი მოდის, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს სუფთა და ალტერნატიული მობილობის საშუალებათა მეტი პოპულარიზაციის აუცილებლობას.

„ევროპის მობილობის კვირეულის" მიზანიც სწორედ ესაა - საზოგადოების თითოეული წევრის მაქსიმალურად ინფორმირება როგორც მდგრადი მობილობის, ასევე ენერგიის დაზოგვის საკითხებზე, რაც, საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება ქვეყნის მდგრად მომავალსა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მხარს უჭერს ამ ინიციატივას, რომელიც ურბანული ცხოვრების განვითარებისა და ჯანსაღი და სუფთა გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით, მდგრადი მობილობის წახალისებას ემსახურება", - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

"საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის" შესახებ:

"საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამა" 2021 წლიდან ხორციელდება. პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის დახმარებას ენერგეტიკულ სექტორში რეფორმების განხორციელებისა და იმ ვალდებულებების შესასრულებლად, რომელიც საქართველოს, როგორც ენერგეტიკული გაერთიანების წევრ ქვეყანას ეკისრება შემდეგი მიმართულებებით: ენერგოეფექტურობა, შენობების ენერგოეფექტურობა, განახლებადი ენერგიების წახალისება და ენერგეტიკული ბაზარი.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო