სევასტოპოლში რუსულ სადესანტო ხომალდსა და წყალქვეშა ნავზე უკრაინელების მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, რუსმა სამხედროებმა სამი დიდი სადესანტო ხომალდი  შავი ზღვიდან აზოვის ზღვაში გადაიყვანეს

სევასტოპოლში რუსული სამხედრო ფლოტის დიდ სადესანტო ხომალდსა და წყალქვეშა ნავზე უკრაინელების მიერ განხორციელებული თავდასხმისა და მათი დაზიანების შემდეგ, რუსმა სამხედროებმა სამი დიდი სადესანტო ხომალდი შავი ზღვიდან აზოვის ზღვაში გადაიყვანეს.

აღნიშნული განცხადება უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების სპიკერმა, დმიტრო პლეტენჩუკმა გააკეთა.

მისივე თქმით, უკრაინის ტერიტორიის გათავისუფლებასთან დაკავშირებული პროცესები შემდგომშიც გაგრძელდება.

„აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დღეს რუსმა ოკუპანტებმა რატომღაც სამი დიდი სადესანტო ხომალდი შავი ზღვიდან აზოვის ზღვაში გადაიყვანეს. რაც შეეხება სევასტოპოლში დაზიანებულ დიდ სადესანტო ხომალდს, ის აღდგენას აღარ ექვემდებარება, როგორც დაზიანებების თავისებურებების გამო, ისე, მისი საკმაოდ დიდი ასაკის გამო, მისი რემონტი აზრს მოკლებულია და ძვირია", - განაცხადა პლეტენჩუკმა.

მან ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული სადესანტო ხომალდი „სირიის ექსპრესის“ მონაწილე იყო, ანუ მას შეიარაღება და პირადი შემადგენლობა გადაჰყავდა და რუსეთის ფედერაციის სირიის დაჯგუფების ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტა ევალებოდა.

რაც შეეხება წყალქვეშა ნავს, ამ ტიპის მცურავი საშუალება საბრძოლო მოქმედებების დროს რუსეთის ფედერაციამ პირველად დაკარგა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება