შალვა პაპუაშვილი - პრეზიდენტისთვის ერთადერთი სწორი გზა იქნებოდა, აღიაროს კონსტიტუციის დარღვევა და თქვას, რომ ეს აღარ მოხდება, ამ მდგომარეობიდან ყველაზე სწორი და ევროპული გამოსავალი ეს იქნებოდა

თავად პრეზიდენტმაც, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ დაარღვია კონსტიტუცია. მან თქვა, რომ კერძო თანხები გამოიყენა ვიზიტების განსახორციელებლად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ყველა აღიარებს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია.

მისი თქმით, არ არსებობს სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ პრეზიდენტმა აღიაროს კონსტიტუციის დარღვევა და თქვას, რომ ეს აღარ განმეორდება.

„ის ხვდებოდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყენებდა თანხას იმ ვიზიტისთვის, რომელზედაც თანხმობა არ ექნებოდა, ეს გარდა იმისა, რომ იქნებოდა კონსტიტუციის დარღვევა, იქნებოდა სისხლის სამართლის დანაშაული, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივი გამოყენება. რეალურად, ყველა აღიარებს, რომ კონსტიტუცია დაირღვა. თუ კონსტიტუცია დაირღვა, ვართ თუ არა სახელმწიფო, ვცემთ თუ არა პატივს იმ წესებს, რომელიც ხალხმა დაგვიდგინა კონსტიტუციის სახით, როცა ვსაუბრობთ ევროპული ოჯახის წევრობაზე, როგორ უნდა მიგვიღონ ჩვენ, როგორც ბარბაროსები, რომლებიც პატივს არ სცემენ საკუთარ ძირითად კანონსაც კი და რა ღირებულებებზე მივდივართ ევროკავშირში. თუკი ყველა ვთანხმდებით, რომ კონსტიტუცია დაირღვა, მაშინ აქ სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ აღიარებული იყოს კონსტიტუციის დარღვევა, არ არსებობს. ვფიქრობ, ერთადერთი სწორი გზა პრეზიდენტისთვის იქნებოდა, რომ მან აღიაროს, რომ კონსტიტუცია დაირღვა და მან თქვას, რომ ამის შემდეგ ეს აღარ მოხდება. ეს იქნებოდა ყველაზე სწორი და ყველაზე ევროპული გამოსავალი ამ მდგომარეობიდან. პრეზიდენტმა არათუ უნებლიედ, გარკვეული ბუნდოვანებით გადადგა ეს ნაბიჯი, არამედ განზრახ და უხეშად დაარღვია კონსტიტუცია. მან იცოდა, რომ არღვევდა კონსტიტუციას და ეს უხეშია, ვინაიდან ხდება ფაქტობრივად, უზურპირება ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს უფლებამოსილებისა, მითვისება კონსტიტუციური უფლებამოსილების, რომელიც ამ შემთხვევაში, მთავრობას აქვს სახელმწიფოს მეთაურის მხრიდან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება