Forbes - რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში 167 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში, წელიწადნახევრის განმავლობაში, დაახლოებით 167.3 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა, - ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აქედან 34 მილიარდ დოლარზე მეტი თავდაცვის ძალების მიერ განადგურებული ტექნიკის ღირებულებაა.

Forbes-ი წერს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში დღეში დაახლოებით 300 მილიონ აშშ დოლარს ხარჯავს.

გამოცემა განმარტავს, რომ ომის 18 თვის განმავლობაში (2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 24 აგვისტომდე), პირდაპირი სამხედრო ხარჯები და დაკარგული რუსული ტექნიკის ღირებულება დაახლოებით 167.3 მილიარდ დოლარს შეადგენს და ეს შეფასება არ მოიცავს მუდმივ თავდაცვის ხარჯებს, რომელიც არ არის დაკავშირებული სამხედრო მოქმედებებთან, ასევე რუსეთის ეკონომიკურ ზარალს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ყველაზე დიდი ხარჯები მოიცავს: სამხედრო მოქმედებების უზრუნველყოფას (51.3 მილიარდი დოლარი), ხელფასებს (35.1 მილიარდი დოლარი), კომპენსაციას დაღუპულთა ოჯახებისთვის (25.6 მილიარდი დოლარი), დაჭრილებისთვის (21 მილიარდი დოლარი) და განადგურებული ტექნიკის ღირებულება (34 მილიარდი დოლარი).

Forbes-ი ასევე წერს, რომ რუსული რუბლის კურსის სწრაფი დაცემის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტში რუსი ჯარისკაცის „ფასი“ საგრძნობლად შემცირდა და თუ 2022 წელს ერთ მებრძოლზე მთლიანი ხარჯი დღეში დაახლოებით 200 აშშ დოლარს შეადგენდა, ახლა ეს თანხა დღეში, დაახლოებით, 120 აშშ დოლარია.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება