პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება" იქცა კორუფციის, ჯაშუშობისა და ღალატის სინონიმად და ქართველი ხალხი მათზე აუცილებლად გაიმარჯვებს

"ქართული ოცნება" იქცა კორუფციის, ჯაშუშობისა და ღალატის სინონიმად და ქართველი ხალხი მათზე აუცილებლად გაიმარჯვებს , - ამის შესახებ ”სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ეკუთვნის არა ოლიგარქებს და ჯაშუშებს, არამედ ქართველ ხალხს.

„ რასაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავთ, ვგულისხმობ „ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრისგან და თბილისის მერისგან მედიის მიერ გავრცელებული კორუფციის პირდაპირ მტკიცებულებებს, ძალაუფლების პირადი სარგებლის მიღებისთვის გამოყენების ფაქტებს, ეს მიუთითებს გამოძალვაზე, ნეპოტიზმზე, ზეგავლენით ვაჭრობაზე, მიუთითებს მათ გაუმაძღრობაზე, სიხარბეზე, პოლიტიკური გახრწნილობის მაღალ ხარისხზე.

სწორედ ამის გამოხატულებაა ასევე ფარცხალაძეც, ქონებასა და საშოვარს დახარბებული ადამიანი როგორ გადაიქცა ჯაშუშად, რომელიც მზად არის გაყიდოს საკუთარი ხალხი, საკუთარი ქვეყანა პირადი სარგებლის მიღების მიზნით. ასეთი მაღალი მტკიცებულებების ფონზე, ვიღაცას ხელისუფლებაში ყოფნის თავხედობა და ცდილობს არა მხოლოდ კორუფცია, არამედ ჯაშუშობაც გაამართლოს. ეს მიუთითებს, რომ არსებობს მთელი ჯაჭვი, კორუცფიულ-ჯაშუშური ქსელის მთელი სისტემა, რომელიც მზად არის, პირადი სარგებლის მიღების მიზნით გაყიდოს საკუთარი ქვეყანა, საკუთარი ხალხი.

მე არ მესმის, ასეთი პირდაპირი მტკიცებულებების შემდეგ, არსებობდეს თუნდაც ერთი არგუმენტი, რის შემდეგაც „ქართული ოცნება" უნდა დარჩეს ხელისუფლებაში. „ქართული ოცნება" იქცა კორუფციის, ჯაშუშობისა და ღალატის სინონიმად და ქართველი ხალხი მათზე აუცილებლად გაიმარჯვებს.

ჩვენ მოგვიწევს გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის! ჩვენ მოგვიწევს გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოს ევროპული მომავლისთვის! ჩვენ მოგვიწევს გადამწყვეტი ბრძოლა გამარჯვებისთვის! მთავარია გვჯეროდეს, რომ ჩვენ ეს გამოგვივა, რომ საქართველო ეკუთვნის არა ოლიგარქებს და ჯაშუშებს, არამედ ქართველ ხალხს! არც ერთი ხმა კორუმპირებულ, ჯაშუშურ „ქართულ ოცნებას! ",- აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება